VIDEO: "შე პატარა.." | ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება » სპორტის ხაზი

VIDEO: "შე პატარა.." | ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება

VIDEO: "შე პატარა.." | ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირება
9-12-2022, 12:25
Aa Aa
გაზიარება:

მანამ, სანამ UFC-ის მორიგი დაპირისპირება შედგებოდა, მას წინ ტრადიციული პრესკონფერენცია უძღოდა, სადაც მებრძოლები ერთმანეთის სიახლოვეს ისხდნენ და კითხვებზე პასუხებს იძლეოდნენ. სწორედ ამ დროს, ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტს შორის მორიგი დაპირისპირება დაიწყო.

ყველაფერმა სტარტი მაშინ აიღო, როდესაც ილია თოფურიამ პედის მეტოქეს, ჯარედ გორდონს, პედისთან დაკავშირებით ნათქვამ ფრაზაში გარკვეული კორექტირება შეიტანა, რის შემდეგ ქართველმა და ბრიტანელმა ერთმანეთის ლაფში ამოსვრა დაიწყეს.

რაც შეეხება ორგანიზაციის პრეზიდენტ დანა უაითს, ის აქეთ-იქით გაოცებული იყურებოდა. ცხადია, პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებმა მომხდარ ინციდენტზე კითხვა უაითსაც დაისუვეს, რაზეც მან ასეთი კომენტარი გააკეთა: "არც კი ვიცი, რა ჯანდაბა ხდებოდა".

ცნობისთვის, ილია თოფურიამ პედი პიმბლეტი ოქტაგონზე უკვე გამოიწვია, თუმცა დანა უაითისგან თანხმობა ჯერჯერობით არ ჩანს. მიუხედავად ამისა, დიდი შანსია, რომ ქართულ-ინგლისური დაპირისპირება მაინც მივიღოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.