ვინისიუს ჟუნიორი : 'ადამიანებს უყვართ წუწუნი, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავენ' » სპორტის ხაზი

ვინისიუს ჟუნიორი : 'ადამიანებს უყვართ წუწუნი, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავენ'

ვინისიუს ჟუნიორი : 'ადამიანებს უყვართ წუწუნი, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავენ'
8-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ დაპირისპირებამდე ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელმა, ვინისიუს ჟუნიორმა მედიასთან ისაუბრა, სადაც ჟურნალისტების კრიტიკას უპასუხა და მათთვის მუნდიალის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გოლის აღნიშვნა ცეკვით : "გოლი ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენ და მთელი ქვეყანა ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გასაკეთებელი და იმედია კიდევ მოგვიწევს ცეკვა და კარგ ხასიათზე თამაში, რათა ამ რიტმით მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდეთ."

ვინისიუს ჟუნიორი : 'ადამიანებს უყვართ წუწუნი, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავენ'

ბრაზილია გოლის ასეთი აღნიშვნის გამო გააკრიტიკეს

ადამიანებს უყვართ წუწუნი, როცა ვინმეს ბედნიერს ხედავენ... და ჩვენ ბრაზილიელები ყოველთვის ძალიან ბედნიერები ვართ."

ვინისიუს ჰკითხეს არის თუ არა გუნდი ნეიმარზე დამოკიდებული : "ჩვენ აქ 26 მოთამაშე ვართ და თითოეული პასუხისმგებლობის ნაწილს იღებს ისე, რომ ეს არავისთვის იყოს რთული. ვინც მეტს ითამაშებს, მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება. მე მზად ვარ ჩემი დავალების შესასრულებლად, მინდა გავაკეთო ყველაფერი, რომ შევძლო გუნდის დახმარება არა მხოლოდ გოლებით, არამედ დაცვაში თამაშით, რაც ასევე მნიშვნელოვანია."

"რაზე ვისაუბრე ნეიმართან? - მან მითხრა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა ტურნირებისგან განსხვავდება და რამდენად მნიშვნელოვანია ის ჩვენს ქვეყანაში. მე ყოველთვის თან ვატარებ ამ რჩევას. როდესაც ჰიმნი ჟღერს, დავინახე, რა ფუფუნებაა მსოფლიო ჩემპიონატის თამაში შენს ქვეყანასთან ერთად, მით უმეტეს ბრაზილიასთან, ქვეყანასთან, რომელსაც ყველაზე მეტი ტიტული აქვს."


შეგახსენებთ იმასაც, რომ ბრაზილია 1/4 ფინალურ სტადიაზე ხორვატიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 9 დეკემბერს, 19:00 საათზე არის ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი