ხვიჩა კვარაცხელიას ძველმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ კვარასთან შეხვედრის ერთ-ერთი პირველი მომენტი გაიხსენა.
როდესაც რუბინის მწვრთნელი გავხდი და ვარჯიშზე მივედი, ბიჭები კვადრატს თამაშობდნენ და ერთ მომენტში ხვიჩას ფეხში ისე ჩაარტყეს, რომ 100-ჯერ გადატრიალდა და ხმამაღლა ტირილი დაიწყო.
მაშინვე მივედი და ვუთხარი, რომ ექიმთან წასულიყო, თუმცა ზუსტად 1 წუთში ფეხზე იდგა და ვარჯიშს აგრძელებდა.
იცით რისი თქმა მსურს ამით? მას ფეხბურთი ისევე უყვარს, როგორც პატარა ბავშვს და მისი სიზარმაცე არც არასდროს მინახავს.
- თქვა სლუცკიმ.