ლიონის ფრანგმა თავდამსხმელმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა მედიასთან გიორგი მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა და სინანული გამოთქვა.
გიორგი ძალიან კარგი ბიჭია. გუნდში მოსვლის შემდეგ ჩვენ ერთად უნდა გვეთამაშა დუეტში, გეგმა სწორედ ასეთი იყო, თუმცა მოვლენები ასე არ განვითარდა.
სამწუხაროდ, ჩვენ გვერდიგვერდ თამაშის ნაცვლად, ერთმანეთის კონკურენტებად ვიქეცით და დარწმუნებული ვარ, რომ დუეტში თამაშით ლიონს უკეთესი შედეგები ექნებოდა.
- ამბობს ლაკაზეტი.
საბოლოო ჯამში ლაკაზეტმა ლიგა 1-ის აწ უკვე გასულ სეზონში 17 საგოლე მოქმედება მიითვალა, ისევე როგორც გიორგი მიქაუტაძემ.