"მე და ჟორჟი ბევრ გოლს გავიტანთ" - ლაკაზეტს ქართველის დიდი იმედი აქვს » სპორტის ხაზი

"მე და ჟორჟი ბევრ გოლს გავიტანთ" - ლაკაზეტს ქართველის დიდი იმედი აქვს

"მე და ჟორჟი ბევრ გოლს გავიტანთ" - ლაკაზეტს ქართველის დიდი იმედი აქვს
24-08-2024, 11:54
Aa Aa
გაზიარება:

საფრანგეთის ოლიმპიური ნაკრებისა და ლიონის ფორვარდმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა გიორგი მიქაუტაძის შესახებ დადებითი კომენტარი გააკეთა.

დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის განმავლობაში ერთად თამაში ხშირად მოგვიწევს და შესაძლოა, ეს უკვე ამ შაბათსაც მოხდეს. ამას მწვრთნელი გადაწყვიტავს, ჩვენ კი გვმართებს, რაც შეიძლება სწრაფად შევძლოთ ყველაფრის ავტომატიზება. ჟორჟი მაღალი დონის მოთამაშეა, რომელმაც თავისი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა ახლახან გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და მანამდე გასულ საკლუბო სეზონში. ასე რომ, იმედი მაქვს სწრაფად შევთამაშდებით, გავიტანთ ბევრ გოლს და დავეხმარებით გუნდს.

- თქვა ლაკაზეტმა.

ცნობისთვის, ლაკაზეტი პირველ ტურში დისკვალიფიკაციის გამო არ ყოფილა, მის არყოფნაში კი მიქაუტაძემ მთავარი თავდამსხმელის როლი მიიღო და ქართველს გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა, თუმცა გიორგიმ პენალტი ვერ გამოიყენა.

მიუხედავად ამისა, მიქაუტაძე კლუბში ბოლომდე გაამხნევეს, სადაც იმედოვნებენ, რომ ლაკაზეტი და გიორგი მომავალში ერთად შესანიშნავ დუეტს შექმნიან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი