ტრამვა სერიოზულია - გაბრიელ ჟეზუში საოპერაციოა » სპორტის ხაზი

ტრამვა სერიოზულია - გაბრიელ ჟეზუში საოპერაციოა

ტრამვა სერიოზულია - გაბრიელ ჟეზუში  საოპერაციოა
7-12-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

ბრაზილიისა და კამერუნის ნაკრებების მატჩში მიღებული ტრამვიდან რამდენიმე დღეში გაირკვა, რომ ლონდონის 'არსენალის' თავდამსხმელი გაბრიელ ჟეზუში საოპერაციოა და დიდი ალბათობით, მინიმუმ 3 თვეს გამოტოვებს.

The Telegraph-ის ინფორმაციით, სამედიცინო გამოკვლევამ მარჯვენა მუხლის სერიოზული დაზიანება აჩვენა, რის გამოც 25 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს ოპერაციის გაკეთება მოუწევს, სარეაბილიტაციო პერიოდი კი დაახლოებით 3 თვეს გასტანს.

ტრამვის სიმძიმეზე ინფორმაციის გავრცელება სამწუხარო გამოდგა 'არსენალის' ფანებისთვის, რადგან ჟეზუში ძალიან მაგარ ფორმაშია და ამასთან გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. მას 'მეთოფეების' მაისურით ამ სეზონში 20 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც 5-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

შეგახსენებთ, რომ 'არსენალი' ინგლისის პრემიერლიგას 37 ქულით ლიდერობს და უახლოეს მდევარ მანჩესტერ სიტის 5 ქულით უსწრებს. ინგლისის ჩემპიონატი 26 დეკემბერს განახლდება, ინგლისური გრანდის მეტოქე კი 'ვესტ ჰემი' იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი