როგორც იწერება, რის ჯეიმსის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე თავიდან ელოდნენ. რასაკვირველია, ჯანსაღი ჯეიმსი საუთგეიტის გუნდში აუცილებლად მოხვდებოდა, თუმცა მისი მუხლის ტრავმის გამო, რომელიც ბრიტანელმა ფეხბურთელმა "მილანთან" 2:0-ის მოგების დროს მიიღო, უდიდესი ალბათობით, ინგლისი მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯეიმსის გარეშე გაემგზავრება.
აღსანიშნავია, რომ კვირის დასაწყისში ინგლისელი ფეხბურთელის ტრავმიდან დაბრუნების პერიოდს პოზიტიურად აფასებდნენ, თუმცა Daily Mail ირწმუნება, რომ, შესაძლოა, რის ჯეიმსს ოპერაციის გაკეთებაც კი დასჭირდეს, რაც საშინელი ამბავი იქნება როგორც საუთგეიტისთვის, ისე გრემ პოტერისთვის.
შეგახსენებთ იმასაც, რომ კაილ უოლკერმა საზარდულის ოპერაცია გაიკეთა და მისი მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რასაც ტრენტ ალექსანდრ-არნოლდის ტრავმაც ემატება. მოკლედ, ახლანდელი სიტუაციით, ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველის პოზიციაზე დიდი ტრავმიანობაა და მისი შევსების გამოკვეთილი ფავორიტი კირან ტრიპიერია, რომელიც "ნიუკასლში" რეგულარულად თამაშობს და ამ სეზონში, 10 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.