უკვე მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩაბი ალონსო ბაიერ ლევერკუზენს სეზონის ბოლოს დატოვებს და მადრიდის რეალს ჩაიბარებს.
ალონსოს ამბის შემდეგ გერმანულ კლუბში დიდი ძვრებია დაწყებული. მაგალითად, ფრიმპონგი ახლოსაა ლივერპულში გადასვლასთან და ასევე, ფლორიან ვირტსის დასამატებლად 3 გრანდი იბრძვის.
ეს კლუბები მადრიდის რეალი, მიუნხენის ბაიერნი და მანჩესტერ სიტი გახლავთ, ლევერკუზენი კი ფეხბურთელს 150 მილიონ ევროს აფასებს.