ახსნა: რას ნიშნავს ჰაკიმის ჟესტი და ვისკენ იყო იგი მიმართული? » სპორტის ხაზი

ახსნა: რას ნიშნავს ჰაკიმის ჟესტი და ვისკენ იყო იგი მიმართული?

ახსნა: რას ნიშნავს ჰაკიმის ჟესტი და ვისკენ იყო იგი მიმართული?
7-12-2022, 14:09
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მორიგი 1/8 ფინალური დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც მაროკოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთი თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

გადამწყვეტილი პენალტი გუნდის მარჯვენა მცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა აშრაფ ჰაკიმიმ შეასრულა, რომელმაც მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და მაროკოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი მატჩის მონაწილე გახდა.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად შესრულებული პენალტი ახალგაზრდა ფეხბურთელმა ისე აღნიშნა, როგორც 'პსჟ' - ში თანაგუნდელ სერხიო რამოსთან ერთად სჩვევია.

ახსნა: რას ნიშნავს ჰაკიმის ჟესტი და ვისკენ იყო იგი მიმართული?

რამოსი, ჰაკიმი და მბაპე ერთ-ერთი გატანილი გოლის დროს

აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ჟესტი ლუის ენრიკეს მიმართულებით იყო გაგზავნილი, რომელმაც გამოცდილი მცველი განაცხადს მიღმა დატოვა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.