ზიდანს და ანტუან გრიზმანს აჯობა - დემბელე რეკორდისკენ მიიწევს » სპორტის ხაზი

ზიდანს და ანტუან გრიზმანს აჯობა - დემბელე რეკორდისკენ მიიწევს

ზიდანს და ანტუან გრიზმანს აჯობა - დემბელე რეკორდისკენ მიიწევს
დღეს, 15:41
Aa Aa
გაზიარება:

„პარი სენ-ჟერმენის“ შემტევმა, უსმან დემბელემ, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ახალი ნიშნული დააფიქსირა. უეფას ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ფრანგმა ფორვარდმა პლეი-ოფის გოლების რაოდენობით ფრანგ ფეხბურთელებს შორის მეოთხე პოზიცია დაიკავა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე ლონდონში გამართულ მატჩში დემბელემ ერთადერთი და გამარჯვების გოლი გაიტანა „არსენალის“ წინააღმდეგ, რაც მისთვის პლეი-ოფში კარიერული მეცხრე გოლი აღმოჩნდა. ამ შედეგით მან უკან მოიტოვა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ზინედინ ზიდანი და ანტუან გრიზმანი.

ახლა დემბელეს წინ მხოლოდ სამი ფრანგი ფეხბურთელია:

1. კარიმ ბენზემა – 34 გოლი
2. კილიან მბაპე – 24 გოლი
3. ტიერი ანრი – 12 გოლი

დემბელეს პროგრესმა და შედეგიანობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დიდია მისი როლი პსჟ-ს შემტევ ხაზში, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანეს მატჩებში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი