საუთგეითი: "პენალტებისთვის მზად ვართ" » სპორტის ხაზი

საუთგეითი: "პენალტებისთვის მზად ვართ"

საუთგეითი: "პენალტებისთვის მზად ვართ"
4-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

გარეტ საუთგეითი აცხადებს, რომ ინგლისი "გონებრივად და ფიზიკურად" მზად არის პენალტებისთვის. დღეს ისინი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში სენეგალს დაუპირისპირდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ მათი ბოლო თერთმეტმეტრიანთა სერია გასულ ზაფხულს, ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან მარცხით დასრულდა, საუთგეიტი მიიჩნევს, რომ მისი ფეხბურთელები მზად არიან აფრიკის ჩემპიონების ბარიერი დაძლიონ და 1/4 ფინალში გავიდნენ.

"სამი მატჩიდან ორში ვიმარჯვეთ. არის ისეთი ასპექტები, რომლებიც უნდა გავაუმჯობესოთ და სწორად გამოვიყენოთ. უნდა ვეცადოთ, რომ სენეგალთან მატჩში ყველაფერი 90 წუთში დავასრულოთ, თუმცა იმ შემთხვევაში თუ დამატებითი დრო ან თერთმეტმეტრიანების სერია დაინიშნა, ამისთვისაც მზად ვართ"- აცხადებს ინგლისის ნაკრების დამრიგებელი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი