ლეო მესი : 'ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატია' » სპორტის ხაზი

ლეო მესი : 'ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატია'

ლეო მესი : 'ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატია'
4-12-2022, 13:37
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ მსოფლიო ჩემპიონატის მეორე 1/8 ფინალური დაპირისპირება ვიხილეთ, სადაც არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრალია ანგარიშით 2:1 დაამარცხა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

შეხვედრის ფავორიტად სამხრეთ ამერიკული ნაკრები მოიაზრებოდა, რაც სკალონეს ბიჭებს ეჭვქვეშ არ დაუყენებიათ და მიუხედავად გაშვებული გოლისა, შეხვედრა მათი დომინანტური გამარჯვებით დასრულდა.

გუნდის რიგებში რა თქმა უნდა გამორჩეული ფიგურა ლეო მესი იყო, რომელმაც თავის კარიერაში პირველად მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გოლის გატანა მოახერხა. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ 35 წლის ფეხბურთელი დასახელდა.

ლეო მესი : 'ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატია'

მესი მსოფლიო ჩემპიონატზე ყველაზე მეტჯერ დასახელდა მატჩის საუკეთესოდ

გულშემატკივრებზე : "ეს წარმოუდგენელი გრძნობებია და ჩვენ გვიყვარს მათთან ამ გრძნობების გაზიარება. ეს გაერთიანება, რომელიც ჩვენ გვაქვს, არის რაღაც ძალიან კარგი და ეს არის ის, რაც ეროვნული ნაკრებს ზურგს უმაგრებს. ისინი მთელი მატჩის განმავლობაში არ გაჩერებულან, ყოველთვის გვამხნევებდნენ, ამისთვის მადლობას ვუხდით მათ."


არგენტინის გულშემატკივრების როლი ნაკრების გამარჯვებაში უდიდესია

ოჯახზე : "ჩემი ოჯახი ყოველთვის ჩემს გონებაშია. მიხარია, რომ ისინი სტადიონზე არიან და მხარს მიჭერენ. ამ ბედნიერ წუთებს სწორედ მათ ვუზიარებ. "

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები 1/4 ფინალში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავისმხრივ 1/8 ფინალში აშშ დაამარცხა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.