გუშინ, მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი დასრულდა, რომლის ფონზეც არაერთმა სპორტულმა გამოცემამ შეადგინა როგორც საუკეთესო, ისე იმედგაცრუების XI-ები.
აღსანიშნავია, რომ ყველაზე ცუდად ნათამაშები ფეხბურთელების თერთმეტეულში პორტუგალიელი ლეგენდა, კრიშტიანუ რონალდუ მოხვდა, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრაში ითამაშა და მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა.