იტალიური რომას გერმანელმა ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა საჯაროდ გამოაცხადა იმის შესახებ, რომ სეზონის ბოლოს ფეხბურთიდან წავა.
ჰუმელსი უკვე 36 წლის არის, თუმცა ამ ასაკშიც რომაში მაღალ დონეზე ასპარეზობს. სხვათა შორის, ზოგიერთი წყარო წერდა, რომ ჰუმელსი კონტრაქტს განაახლებდა, თუმცა ყველაფერი პირიქით აღმოჩნდა.
მატსი რომას გარდა დორტმუნდის ბორუსიაში და მიუნხენის ბაიერნში თამაშობდა. ის ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი და მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებულია.