'პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა ასეთია' - როგორია პელეს ჯამრთელობის მდგომარეობა » სპორტის ხაზი

'პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა ასეთია' - როგორია პელეს ჯამრთელობის მდგომარეობა

'პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა ასეთია' - როგორია პელეს ჯამრთელობის მდგომარეობა
3-12-2022, 14:17
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, პელე საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მედიაში აქამდე იწერებოდა მისი მდგომარეობა რთული და საგანგაშო იყო.

რამდენიმე წუთის წინ კი ბრაზილიურ პრესაში ექიმების განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ პელეს რესპირატორიული ინფექცია აქვს, თუმცა მდგომარეობა სტაბილურია.

'სამედიცინო ჯგუფმა რესპირატორიული ინფექციის დიაგნოზი დასვა, რომელსაც ანტიბიოტიკებით ვმკურნალობთ. პაციენტის ორგანიზმს ამაზე სათანადო რეაქცია ჰქონდა და იგი ჩვეულებრივად ოთახში იმყოფება.

'პაციენტის ჯამრთელობის მდგომარეობა ასეთია' - როგორია პელეს ჯამრთელობის მდგომარეობა

პელეს მდგომარეობა სტაბილურია

პაციენტი სტაბილურ მდგომარეობაშია და მისი ჯამრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება. იგი საავადმყოფოში დარჩება და მკურნალობას გააგრძელებს' -წერია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში თავის მდგომარეობაზე კომენტარი ბრაზილიელმაც გააკეთა, რომელმაც თქვა, რომ საავადმყოფოში რუტინული ვიზიტი აქვს და სერიოზული არაფერიაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი