ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ბოლო ნახევარფინალისტი გახდა ჩელსი, რომელმაც პირველი მატჩის 0:2 წაგების შემდეგ, განმეორებით შეხვედრაში 3:0 დაამარცხა მანჩესტერ სიტი და ორი მატჩის ჯამში 3:2 გაიმარჯვა.
მაშ ასე, ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
არსენალი-ლიონი
ბარსელონა-ჩელსი
პირველი მატჩები 19 აპრილს გაიმართება, განმეორებითი – 26 აპრილს. ფინალი 24 მაისს ლისაბონში, ჟოზე ალვალადეს სტადიონზეა დაგეგმილი.