შეახვედრებენ ილიას ისლამ მახაჩევს? - რომან დოლიძის პასუხი » სპორტის ხაზი

შეახვედრებენ ილიას ისლამ მახაჩევს? - რომან დოლიძის პასუხი

შეახვედრებენ ილიას ისლამ მახაჩევს? - რომან დოლიძის პასუხი
28-03-2025, 13:53
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მებრძოლი, რომან დოლიძე, რომელმაც მარვინ ვეტორი სულ ახლახანს დაამარცხა, სტუმრად Setanta Sports-თან იმყოფებოდა, სადაც სტუმარმა და წამყვანებმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრეს.

ერთ-ერთ მონაკვეთში ჟურნალისტებმა კითხვა რომანს იმის შესახებ დაუსვეს თუ რას ფიქრობს იგი ილია თოფურიას მომდევნო ბრძოლაზე, რაზეც რომან დოლიძემ ასეთი პასუხი გასცა:

ჩემი აზრით, როგორც ისლამის რეაქცია ვნახეთ, მას ჩხუბი არ უნდა ილიასთან. ვფიქრობ, ბრძოლა მაინც შედგება, ოღონდ იმის შემდეგ, როცა ილია სხვასთან გაიმარჯვებს და ისლამს სხვა გზა უკვე აღარ ექნება და ბრძოლას თავს ვეღარ აარიდებს.

- თქვა რომან დოლიძემ.

ცნობისთვის, ილია თოფურია მხოლოდ ისლამ მახაჩევსა და ჩარლზ ოლივეირაზეა ორიენტირებული. სავარაუდოდ, თოფურიას მახაჩევამდე მისასვლელად ოლივეირასთან გამარჯვება დასჭირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი