"რომან დოლიძე 5 რაუნდსაც კი ვერ გამიძლებს" - მარვინ ვეტორი გამარჯვებაში დარწმუნებულია » სპორტის ხაზი

"რომან დოლიძე 5 რაუნდსაც კი ვერ გამიძლებს" - მარვინ ვეტორი გამარჯვებაში დარწმუნებულია

"რომან დოლიძე 5 რაუნდსაც კი ვერ გამიძლებს" - მარვინ ვეტორი გამარჯვებაში დარწმუნებულია
დღეს, 12:16
Aa Aa
გაზიარება:

16 მარტს UFC Fight Night-ის მთავარი მოვლენა მარვინ ვეტორისა და რომან დოლიძის განმეორებითი ბრძოლა იქნება, რომლის პირველი ნაწილიც იტალიელმა სპორტსმენმა მოიგო.

რემატჩამდე მედიაში ვეტორის კომენტარი ვრცელდება, რომელიც ამბობს, რომ დოლიძე მას 5 რაუნდს ვერ გაუძლებს:

რომანი თვლის, რომ წინა ბრძოლა მისთვის უნდა მიეცათ, თუმცა დათვალოს მნიშვნელოვანი დარტყმების რაოდენობა და აზრი შეეცვლება. გარდა ამისა, არ მახსოვს თითქოს მას გალიაში გავურბოდი. დარტყმების გაცვლაზე უარი არასდროს მითქვამს, თუმცა თუ მაინც გავრბოდი, დოლიძის ამოცანა სწორედ ის იყო, რომ სტილი შეეცვალა და ჩემთვის ამის გაკეთების უფლება არ მოეცა.

ფაქტი, რომ ბრძოლა 5 რაუნდს გასტანს, ჩემთვის უპირატესობაა. დოლიძე 5 რაუნდს ვერ გამიძლებს.

- ამბობს მარვინ ვეტორი.


კომენტარის დამატება

  • 0
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი