ქართველი მებრძოლის, რომან დოლიძის მომდევნო მეტოქე მარვინ ვეტორი იქნება, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა.
ქართველისა და იტალიელის დაპირისპირება 18 მარტს, UFC 286-ზე, ლონდონში შედგება.
აღნიშნული შეხვედრა 2023 წელს გაიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ 34 წლის სპორტმენი 2022 წელს წაუგებლად ასრულებს. მიმდინარე წელს დოლიძის მეტოქეები კაილ დაუკაუსი, ფილ ჰავისი და ჯეკ ჰერმანსონი გახლდათ.