გადაჭრით ისევ არაფერი უთქვამს - ათამაშებენ თუ არა ლიონში ძირითადში მიქაუტაძეს » სპორტის ხაზი

გადაჭრით ისევ არაფერი უთქვამს - ათამაშებენ თუ არა ლიონში ძირითადში მიქაუტაძეს

გადაჭრით ისევ არაფერი უთქვამს - ათამაშებენ თუ არა ლიონში ძირითადში მიქაუტაძეს
28-03-2025, 13:36
Aa Aa
გაზიარება:

თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ ევროპის ტოპ 5 წამყვან ლიგაში გიორგი მიქაუტაძე ახლა ერთ-ერთი ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი და სახიფათო თავდამსხმელია, რაზეც მისი ბოლოდროინდელი სტატისტიკა მეტყველებს.

მიქაუტაძე შესანიშნავად გამოიყურება ლიონში, სადაც ფონსეკა არც თუ ისე ბევრ დროს აძლევს. აღარაფერს ვამბობთ ეროვნულ ნაკრებზე, სადაც გიორგი თავის საქმეს ყოველთვის უბადლოდ ასრულებს.

ლიონი ლიგა 1-ში თამაშს დღეს, ჩვენი დროით 23:45-ზე განაახლებს, გუნდის დამრიგებელმა კი ქართველ ფეხბურთელზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

გიორგი ახლა დიდებულ ფორმაშია. ნაკრებში ძალიან კარგად ითამაშა და მოტივირებული დაბრუნება. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, რომ ის, რაც შეიძლება საუკეთესო კონდიციაში ყოფილიყო და ეს დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. სხვადასხვა პროფილის თავდამსხმელები გვყავს, რომლებსაც თამაშებიდან გამომდინარე შეუძლიათ ადაპტირება. ლაკაზეტმა ბოლო მატჩი კარგად ითამაშა, გიორგის განსხვავებული თვისებები აქვს, ეს ჩემთვის აქტივია.

- თქვა ფონსეკამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი