La Gazzetta-ს მიხედვით, "ლივერპულის" ყოფილი ცენტრალური მცველი, ტიაგო ილორი, გორის "დილას" შემადგენლობაში ითამაშებს.
გამოცემის ცნობით, 32 წლის პორტუგალიელი მოთამაშე, რომელიც ლონდონში დაიბადა, გორში ხვალ გამოჩნდება. დაგეგმილია ყველა საჭირო ფორმალობის დასრულება, რის შემდეგაც კონტრაქტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი.
ეროვნულ ლიგაში მას ყოფილი თანაგუნდელი, მამადუ სახო დახვდება. ორივე მათგანს "ლივერპულში იურგენ კლოპი წვრთნიდა.
"სპორტინგის" აღზრდილ ილორის წარსულში ასევე "ბორდოს", "გრანადას", "ასტონ ვილასა" და "ბოავიშტას" მაისური აქვს მორგებული.
ქართლური კლუბი პირენეელს თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატებს.