საქართველოს ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე, სომხეთის ნაკრების თავკაცმა ჯონ ვანტ სხიპმა არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის გიორგი მიქაუტაძეზც.
"როდესაც აიაქსში მივედი, მას შანსი რამდენჯერმე მივეცი. სამწუხაროდ, დიდი სათამაშო დრო არ ეძლეოდა, რადგან მის პოზიციაზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავდა და გვიწევდა ჟორჟი სხვა პოზიციაზე დაგვეყენებინა.
შემდეგ უკვე საფრანგეთში დაბრუნება უნდოდა და საბოლოოდ ასეც მოხდა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მიხარია, რომ ლიონში კარგად თამაშობს. მომავალში წარმატებებს ვუსურვებ!", - განაცხადა ჯონ ვანტ სხიპმა.