ქართველი არბიტრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრებს განსჯიან » სპორტის ხაზი

ქართველი არბიტრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრებს განსჯიან

ქართველი არბიტრები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე შეხვედრებს განსჯიან
გუშინ, 03:28
Aa Aa
გაზიარება:

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ქართველ მსაჯთა ბრიგადა იმუშავებს.

ევროპის ჩემპიონატი 11-დან 28 ივნისის ჩათვლით სლოვაკეთში გაიმართება. უეფას გადაწყვეტილებით, ფინალური ეტაპის მსაჯებს შორის ქართველი მსაჯებიც დასახელდნენ. ევროპის ჩემპიონატს ფიფას პირველი კატეგორიის არბიტრი, გოგა კიკაჩეიშვილი მოემსახურება. მას ფიფას ასისტენტები, დავით ახვლედიანი და დავით გაბისონია დაეხმარებიან.

ჯუნეტ ჩაქირი (სფფ-ისსამსაჯო განყოფილების ხელმძღვანელი): "ვულოცავთ ჩვენს მსაჯებს უეფას მიერ შერჩეულ 12 სამსაჯო გუნდს შორის მოხვედრას და წარმატებას ვუსურვებთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს წარმატება არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი სფფ-ის მიერ წარმართული გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში, რომელსაც კვლავ მოაქვს დადებითი შედეგები".

შეგახსენებთ, რომ ქართველ მსაჯებს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა აქამდეც მიუღიათ. 2021 წელს, გიორგი ყრუაშვილი, ლევან ვარამიშვილთან, ზაზა ფიფიასთან და ირაკლი კვირიკაშვილთან ერთად, უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებს, მათ შორის 1/4-ფინალურ და ფინალურ მატჩს მოემსახურა.

- ვკითხულობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი