საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთს ერევანში მასტერკლასი ჩაუტარა, 3:0 მოუგო და თბილისური მატჩის წინ დიდი უპირატესობა მოიპოვა.
აღნიშნულ შეხვედრაში ვილი სანიოლის გუნდს 2 ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია და კაპიტანი გურამ კაშია აკლდა, თუმცა მეტოქეს მაინც ძალიან მარტივად ვაჯობეთ.
გთავაზობთ სომეხი გულშემატკივრების კომენტარებს, რომლებსაც ისინი წაგების შემდეგ წერენ:
"რაც დღეს სომხურ ფეხბურთში ხდება, ყველაფერი მინდორზე აირეკლა!"
"ხვიჩაც რომ ჰყოლოდათ, ღმერთმა უწყის საერთოდ რას დაგვმართებდნენ, სირცხვილია!"
"ალბათ, ნახევარი ძალითაც კი არ გვეთამაშებოდნენ, როგორი მძიმეა ამის ყურება"
"ჩვენი რეალური დონე დაგვანახეს, არც ველოდი, რომ ასეთ მდგომარეობაში რამეს გავხდებოდით"
"კლასით ბევრად ძლიერი გუნდია, თუმცა დერბის მოტივაციაც კი ვერ დავინახე"
"კარგი იქნებოდა, თამაშისთვის სულ არ მეყურებინა და ქაბაბის საჭმელად წავსულიყავი", - წერენ სომხები.