"ლივერპულის" სათადარიგო მეკარე, კიომინ კელეჰერი, სეზონის დასრულებისთანავე "წითლების" რიგებს დატოვებს.
ირლანდიელი ფეხბურთელის კონტრაქტი კლუბთან ზაფხულში იწურება, და მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელებაზე არ მიმდინარეობს. ამიტომ, პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, რათა გამოიყენოს შანსი და გადაიბიროს იგი.
"ბორნმუთი" უკვე აქტიურად ცდილობს კელეჰერთან დაკავშირებას. ირაოლას გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი მეკარის ძიებაშია, ვინაიდან კეპა არისაბალაგას გამოსყიდვა არაა დაგეგმილი, და ესპანელი „ჩელსის“ დაუბრუნდება. კელეჰერის მიმართ ინტერესი გასაგებია – ალისონის ჩანაცვლებისას ის თავს შესანიშნავად აჩვენებს, ხოლო მისი ამბიცია, გახდეს ძირითადი შემადგენლობის მეკარე, ბორნმუთის გეგმებთან იდეალურად ემთხვევა.
ბორნმუთის გარდა, კელეჰერის ტრანსფერზე "ჩელსი", "ტოტენჰემი" და "ნიუკასლიც" მუშაობს.
26 წლის მეკარე "ლივერპულის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს, სადაც ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა.