სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს | ეროვნული ლიგის მეოთხე ტური » სპორტის ხაზი

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს | ეროვნული ლიგის მეოთხე ტური

სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს | ეროვნული ლიგის მეოთხე ტური
16-03-2025, 23:39
Aa Aa
გაზიარება:

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მეოთხე ტური დასრულდა. დღეს ორი მატჩი გაიმართა და ორივე სტუმრებმა მოიგეს...

კოლხეთი 1913 0:1 გარეჯი

საგარეჯოს გარეჯისთვის ისტორიული დღე გამოდგა. კლუბმა პირველი გამარჯვება მოიპოვა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში.

ერთადერთი გოლი ლევან პაპავამ გაიტანა თავურით. ვახტანგ ბედოშვილმა დაიწყო შეტევა, ნიკოლოზ გალახვარიძეს გააყოლა ბურთი, მის ჩაწოდებას კი მოჰყვა პაპავას გოლი. ეს მეორე ტაიმის შუაში მოხდა...

კოლხეთი 1913 22-ე წუთიდან ათი კაცით თამაშობდა: ბექა ხარშილაძე გააძევეს ბედოშვილის წაქცევისთვის. ბოლო იმედის ჯარიმა იყო...

გარეჯს 4 ქულა აქვს, ფოთელებს კი ჯერჯერობით მხოლოდ ერთი: გუნდს ჯერ გოლი არ გაუტანია.

გაგრა 0:2 სამგურალი

წყალტუბოს სამგურალმა გაგრას მოუგო. პირველ ნახევარში ბრაზილიელმა ვინისიუსმა თავურით გაიტანა ლაშა შერგელაშვილის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ...

მეორე ნახევარში კი დავით მუჯირმა გამოიყენა ლუკა ხორხელის პასი და ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში.

სამგურალმა ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა და მესამე ადგილზეა, ხოლო გაგრა ერთი ქულით ბოლო საფეხურზეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი