"სამგურალმა" შინ "გარეჯს" მოუგო | ეროვნული ლიგის მესამე ტური » სპორტის ხაზი

"სამგურალმა" შინ "გარეჯს" მოუგო | ეროვნული ლიგის მესამე ტური

"სამგურალმა" შინ "გარეჯს" მოუგო | ეროვნული ლიგის მესამე ტური
დღეს, 02:22
Aa Aa
გაზიარება:

დასრულდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მესამე ტური. წყალტუბოს სამგურალმა საგარეჯოს გარეჯს უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სამგურალი 3:1 გარეჯი

თავიდან გარეჯი დაწინაურდა. მე-2 წუთზე, კერძოდ 71-ე წამზე კამერუნელმა ფრანსუა ეკონგოლომ დაარტყა და ბურთი რიკოშეტით შევარდა სამგურალის კარში. ჯერჯერობით ყველაზე სწრაფი გოლია კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამ სეზონში.

თან ეკონგოლო ისტორიაში ჩაეწერება, როგორც გარეჯის პირველი გოლის გამტანი ქვეყნის მთავარ ლიგაში.

თუმცა სამგურალმა პირველივე ტაიმში მოახერხა სამი გოლის გატანა. დემურ ჩიხლაძემ და ლაშა შერგელაშვილმა სტანდარტულები გამოიყენეს: საჯარიმო დარტყმებიდან მიითვალეს გოლები. მერე კი ლუკა ხორხელის მშვენიერ მოქმედებას მოჰყვა გიორგი ფანცულაიას ზუსტი დარტყმა - 3:1.

მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა. სამგურალმა სამი ქულა აიღო.

erovnuliliga


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი