საგარეჯოს "გარეჯი" ეროვნულ ლიგაში გადავიდა - ისტორიაში პირველად » სპორტის ხაზი

საგარეჯოს "გარეჯი" ეროვნულ ლიგაში გადავიდა - ისტორიაში პირველად

საგარეჯოს "გარეჯი" ეროვნულ ლიგაში გადავიდა - ისტორიაში პირველად
1-12-2024, 17:14
Aa Aa
გაზიარება:

კლუბის ისტორიაში პირველად, საგარეჯოს "გარეჯი" კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადავიდა.

ეროვნული ლიგა 2-ის ბოლოსწინა ტურის წინ გარეჯი 4 ქულით უსწრებდა უახლოეს მდევარს. ხობის კოლხეთთან გამარჯვება ჰყოფნიდა, რათა გაენაღდებინა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადასვლა. ს

აგარეჯოელები სენეგალელი მუსა სამასას გოლით იგებდნენ, შემდეგ ხობელთაგან გია აფხაზავამ და გიორგი თევზაძემ გაიტანეს, გარეჯი მარცხდებოდა, მაგრამ ლევან პაპავამ, რომელიც 27 გოლით ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, სტუმრებმა 3:2 გაიმარჯვეს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი