უკვე ბევრგან გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სომეხი გულშემატკივარი თავისი ქვეყნის საფეხბურთო ფედერაციის მუშაობას ღიად და მასშტაბურად აპროტესტებს.
ამჯერად მედიაში სომხეთის ჩემპიონის, პიუნიკის ყოფილი პრეზიდენტის განცხადება ვრცელდება, რომელიც საქართველოსთან მატჩამდე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს.
სომხურ ფეხბურთში არსებული სიტუაცია უკვე დიდი ხანია ჯანსაღ აზრს და პროფესიონალიზმს გასცდა! იმ ადამიანებმა, რომლებიც ხელმძღვანელობაში არიან, ფეხბურთი ჩხუბის არენად გადააქციეს და ფიფასგან მიღებული ფულის შესანარჩუნებლად ყველა შესაძლო ღონეს ხმარობენ!
მათ ქართველი ფანებისთვის უფრო მეტი ბილეთი გასცეს, ვიდრე სომხებისთვის, აქაური გულშემატკივრის დაპატიმრებით კი მათ დაშინებას ცდილობენ!
- წერს არტურ სოგომონიანი.
შეგახსენებთ, რომ სომხეთისა და საქართველოს პირველი მატჩი ხვალ, ჩვენი დროით 21:00 საათზე შედგება.