"ნაკრების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია" - იაშვილის კომენტარი შეკრების დაწყებამდე » სპორტის ხაზი

"ნაკრების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია" - იაშვილის კომენტარი შეკრების დაწყებამდე

"ნაკრების განვითარებისთვის ეს უმნიშვნელოვანესია" - იაშვილის კომენტარი შეკრების დაწყებამდე
გუშინ, 02:27
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის პირველ მატჩებს სომხეთის წინააღმდეგ, ერთა ლიგის პლეი-ოფის ფარგლებში გამართავს.

მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას ჩვენი გუნდი 17 მარტს დაიწყებს. შეკრებამდე დაწყებამდე, ტრადიციული პრესკონფერენციის ფარგლებში, მედიის კითხვებს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა უპასუხეს.

პრესკონფერენცია საქართველოს ნაკრების მასპინძელ სასტუმრო პარაგრაფ თბილისში შედგა.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დინამო არენაზე დაბრუნება. პრინციპული მატჩები გველის, რადგან B ლიგაში დარჩენა და ძლიერ მეტოქეებთან თამაში მნიშვნელოვანია ნაკრების განვითარებისთვის. ამიტომ, წარმატებული თამაში მნიშვნელოვანია და დინამო არენაზე შეკრებული გულშემატკივარი დიდი ძალაა ჩვენთვის. საბერძნეთთან გამარჯვების შემდეგ, დინამო არენაზე პირველად ვითამაშებთ და ამ სტადიონზე დაბრუნება გვახარებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია კარგი კომუნიკაცია ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებს შორის. 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ეროვნულ ნაკრებსაც ოფიციალური მატჩები ჰქონდა და ფეხბურთელები ახალგაზრდულ ნაკრებს შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ შეუერთდნენ. ახლა კი, ზაფხულში ეროვნულ გუნდს მხოლოდ ამხანაგური მატჩები აქვს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით ვიასპარეზოთ."


საქართველო - სომხეთის პირველი მატჩი 20 მარტს, ერევანში გაიმართება, საპასუხო შეხვედრა 23 მარტს, თბილისში შედგება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი