ახალი კაპიტნით სომხეთთან მატჩში - ვინ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს » სპორტის ხაზი

ახალი კაპიტნით სომხეთთან მატჩში - ვინ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს

ახალი კაპიტნით სომხეთთან მატჩში - ვინ უკაპიტნებს საქართველოს ნაკრებს
გუშინ, 13:57
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.

გარდა ამისა, ცნობილი ხდება, რომ სომხეთის წინააღმდეგ პირველ მატჩში საქართველოს ნაკრებს ოთარ კიტეიშვილი უკაპიტნებს, რადგან გურამ კაშია ზემოთხსენებულ მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ასევე დისკვალიფიკაციის გამო ვერ ითამაშებს პირველ მატჩს ხვიჩა კვარაცხელიაც.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი