3 კაცი ამოაგდო - ვის არ დაუძახა ნაკრებში ვილი სანიოლმა » სპორტის ხაზი

3 კაცი ამოაგდო - ვის არ დაუძახა ნაკრებში ვილი სანიოლმა

3 კაცი ამოაგდო - ვის არ დაუძახა ნაკრებში ვილი სანიოლმა
დღეს, 13:02
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩებისთვის მზადებას 17 მარტიდან დაიწყებს.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში ჩვენი გუნდი სომხეთის ნაკრებს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა წლის პირველი მატჩებისთვის 25 ფეხბურთელი გამოიძახა. სანაკრებო სიაში ერთი დებიუტანტია - ოდესის ჩერნომორეცის და ახალგაზრდული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელი, ლუკა ლაცაბიძე.

რაც შეეხება იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნოემბრის სიაში იყვნენ, თუმცა ახლა განაცხადში ვერ მოხვდნენ, ესენია: სოლომონ კვირკველია, გიორგი გველესიანი და საბა ლობჟანიძე.

ვილი სანიოლის სრული განაცხადი


3 კაცი ამოაგდო - ვის არ დაუძახა ნაკრებში ვილი სანიოლმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი