"ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია ამან გამიადვილა" - დებიუტანტი ლუკა ლაცაბიძე პირველ ემოციებზე » სპორტის ხაზი

"ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია ამან გამიადვილა" - დებიუტანტი ლუკა ლაცაბიძე პირველ ემოციებზე

"ეროვნულ ნაკრებში ადაპტაცია ამან გამიადვილა" - დებიუტანტი ლუკა ლაცაბიძე პირველ ემოციებზე
19-03-2025, 01:07
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები სომხეთთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. შეკრების მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები ერევანში 19 მარტს გაემგზავრება, სადაც საღამოს, შეხვედრის მასპინძელ ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე, მატჩისწინა ვარჯიშს გამართავს.

პირველი სანაკრებო შთაბეჭდილებები გაგვიზიარა ეროვნული გუნდის დებიუტანტმა, ლუკა ლაცაბიძემ.

"ნაკრებში ყველა ძალიან კარგად დამხვდა. ძალიან მაგარი გუნდია და დადებითი ემოციებით დავიმუხტე. ჩემი თაობის ფეხბურთელი ნაკრებში საბა გოგლიჩიძეა. მასთან ერთად ადრეც მითამაშია და ამან გამიადვილა ადაპტაცია და გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად ყოფნა"

- ამბობს ლაცაბიძე.

B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს, 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონს B ლიგაში ითამაშებს. ერთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, სომხეთთან ერევანში გასამართ შეხვედრას გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია გამოტოვებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი