"გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს" - ლაშა ფირცხალაიშვილი » სპორტის ხაზი

"გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს" - ლაშა ფირცხალაიშვილი

"გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს" - ლაშა ფირცხალაიშვილი
16-03-2025, 22:25
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს 19-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა 2025 წლის ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის დაწყებამდე სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ივარჯიშა.

ტურნირს საქართველო უმასპინძლებს, უმცროსი ჯვაროსნების მეტოქეები პოლონეთის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს ნაკრებები იქნებიან.

მოახლოებულ მატჩებთაან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა ისაუბრა.

ჯგუფში ყველა გუნდს თანაბარი შანსი აქვს. სამივე მეტოქე კარგად დაბალანსებული და ორგანიზებული გუნდია. პირველ რიგში პოლონეთთან პირველ თამაშზე ვართ კონცენტრირებული. მეტოქე საკმაოდ გამოცდილი გუნდია, მათ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში აქვთ ნათამაშები.

მაგრამ ახლა ყველაფერი ნულიდან იწყება, საქართველსო 19-წლამდე ნაკრებს საკუთარი გეგმები და მიზნები აქვს. მჯერა ჩემი ფეხბურთელების და მათი შესაძლებლობების. გათავისებული გვაქვს, რომ ევროპის ჩემპიონატამდე მხოლოდ და მხოლოდ სამი თამაში გვაშორებს.

- ამბობს ლაშა ფირცხალაიშვილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი