Enoticies-ის ინფორმაციით, მანჩესტერ სიტის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ პეპ გვარდიოლა გუნდიდან გაუშვას.
გამოცემის მტკიცებით, მანჩესტერული კლუბის ბოსებს არადამაჯერებელი შედეგები არ მოსწონთ და საქმის ახალი მწვრთნელით გამოსწორება სურთ.
როგორც იწერება, პეპ გვარდიოლას გუნდიდან გაშვების შემთხვევაში მანჩესტერ სიტის ახალი დამრიგებელი სესკ ფაბრეგასი გახდება.
ცნობისთვის, ფაბრეგასი ახლა იტალიურ კომოში მუშაობს, მისი გუნდი კი სერია A-ს მე-13 ადგილზეა.