ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა აჩი არველაძემ გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტში პსჟ-ს ქართველ ვარკსვლავზე ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.
"ხვიჩას საფეხბურთო შესაძლებლობიდან გამომდინარე არავის უკვირს, ახლა გუნდს ასე კარგად რომ შეეწყო.
მართალია კვარა დემბელესავით სწრაფი არაა, მაგრამ ბურთის შენარჩუნება და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება შეუძლია.
ცხადია სულ ვფიქრობდით თუ ხვიჩას რომელ პოზიციაზე უნდა ეთამაშა - ლუის ენრიკემ უკვე ის ყველგან გამოსცადა, ცენტრალურ თავდამსხმელადაც ათამაშა..", - განაცხადა არველაძემ.