აჩი არველაძე: "სანიოლმა ასეთი შემტევი შემადგენლობა ამიტომ დააყენა" » სპორტის ხაზი

აჩი არველაძე: "სანიოლმა ასეთი შემტევი შემადგენლობა ამიტომ დააყენა"

აჩი არველაძე: "სანიოლმა ასეთი შემტევი შემადგენლობა ამიტომ დააყენა"
14-10-2024, 19:35
Aa Aa
გაზიარება:

როგორც უკვე ნახეთ, ვილი სანიოლმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაში არაერთი, მინიმუმ 6 შემტევი ფეხბურთელი დააყენა, რამაც მატჩამდე გულშემატკივარი საკმაოდ ჩააფიქრა.

ამასთან დაკავშირებით პირველ არხთან თავისი აზრი აჩი არველაძემ გამოთქვა.

ჩვენ ასეთი შემტევი შემადგენლობით აქამდე არც გვითამაშია. ალბათ, ეს არის თერთმეტეული, რომელიც კიდევ უფრო შემტევი ვერც გახდება. ვფიქრობ, სანიოლმა ეს გადაწყვეტილება გიორგი ქოჩორაშვილის დისკვალიფიკაციიდან გამომდინარე მიიღო. მას არ ჰყავდა გიორგის ზუსტი ჩამნაცვლებელი, ამიტომ ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა.

- თქვა აჩი არველაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის მატჩი 20:00 საათზე იწყება, პირდაპირი რეპორტაჟი კი საზოგადოებრივ მაუწყებელზე იქნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი