სპორტული გადაცემა ტაიმაუტის სტუმრობისას, აჩი არველაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე და მის პროგრესზე ისაუბრა.
"ყველას უნდა, რომ ხვიჩამ 5 კაცი მოატყუოს და გოლი ისე გაიტანოს, ამ დროს კი ერთი მარტივი მოძრაობით და პასით შეუძლია 5 კაცი ჩამოიშოროს და ასეც იქცევა.
იმდენად გაიზარდა მისი შესაძლებლობები და ამას გამოცდილებაც დაემატა, რომ ხვიჩა უკვე არ თამაშობს ახალგაზრდა ტალანტივით, ის ჩამოყალიბებული, ოსტატი ფეხბურთელივით თამაშობს", - განაცხადა აჩიმ.
ცნობისთვის, პსჟ-ს მაისურით ხვიჩამ 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.