ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონი ნაპოლიში დაიწყო და ნაკლებად ვიფიქრებდით, რომ ახალი სეზონის დაწყებამდე კვარა ოქროს ბურთის ათეულში მოხვდებოდა, თუმცა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა.
გამოცემა MSN წერს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პარი სენ-ჟერმენთან ერთად ქართველი მოთამაშე შესანიშნავად გამოიყურება და შეიძლება ჩაითვალოს, რომ ხვიჩა ამ მომენტისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი შემტევი ფეხბურთელია.
წყაროს მითითებით, პარიზიდან ათეულში ხვიჩას გარდა, უსმან დემბელეც არის შეყვანილი. აი, როგორია დასახელებული ათეული:
1. რაფინია (ბარსელონა)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. მოჰამედ სალაჰი (ლივერპული)
4. ჰარი კეინი (ბაიერნი)
5. უსმან დემბელე (პსჟ)
6. ვინისიუს ჟუნიორი (რეალი)
7. ლამინ იამალი (ბარსელონა)
8. რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა)
9. პედრი გონსალესი (ბარსელონა)
10. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)