"როცა პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი.." - ოსიმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე » სპორტის ხაზი

"როცა პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი.." - ოსიმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე

"როცა პსჟ-ში გადავიდა, ვუთხარი.." - ოსიმენი კვარაცხელიას ტრანსფერზე
დღეს, 12:40
Aa Aa
გაზიარება:

ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა თანაგუნდელმა ვიქტორ ოსიმენმა ქართველი ფეხბურთელის პსჟ-ში ტრანსფერზე ისაუბრა.

"კვარაცხელიასთან ხშირად ვლაპარაკობ და მან ეს ყველაფერი დაიმსახურა. როცა პსჟ-ში გადავიდა ვუთხარი: "ეს დაიმსახურე, პარიზში წადი და სიამოვნება მიიღე, ვიცი, რომ საოცარ რაღაცეებს გააკეთებ". მასთან ბრწყინვალე ურთიერთობა მაქვს - ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ბევრს მიაღწიოს", - განაცხადა ოსიმენმა.

ცნობისთვის, პსჟ-ს მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში ხვიჩამ თავი 2 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი