მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა! » სპორტის ხაზი

მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!

მოჰამედ სალაჰი პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა!
14-03-2025, 18:27
Aa Aa
გაზიარება:

როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერ ლიგის თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელი ლივერპულის ეგვიპტელი ფორვარდი, მოჰამედ სალაჰი გახდა.

აფრიკელმა ფეხბურთელმა გასულ თვეს მონაწილეობა 11 გოლში მიიღო. სალაჰმა მეტოქეთა კარი თავად 5 გოლი გაიტანა, თანაგუნდელებს კი 6-ჯერ გაატანინა.

სხვათა შორის, როგორც ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, მოჰამედ სალაჰმა პრემიერ ლიგის თვის საუკეთესოს ჯილდო კარიერაში მეშვიდედ მოიგო და ამ შედეგით ჰარი კეინსა და სერხიო აგუეროს გაუთანაბრდა.

ლივერპულის 32 წლის ფეხბურთელი გასაოცარ სეზონს ატარებს. მიმდინარე პრემიერ ლიგის 29 თამაშში სალაჰს 27 გოლი და 17 საგოლე გადაცემა აქვს მითვლილი.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი