კაშიას შემცვლელი ნაპოვნია - ვის ათამაშებს ვილი სანიოლი კაპიტნის ნაცვლად დაცვაში » სპორტის ხაზი

კაშიას შემცვლელი ნაპოვნია - ვის ათამაშებს ვილი სანიოლი კაპიტნის ნაცვლად დაცვაში

კაშიას შემცვლელი ნაპოვნია - ვის ათამაშებს ვილი სანიოლი კაპიტნის ნაცვლად დაცვაში
14-03-2025, 15:03
Aa Aa
გაზიარება:

საბა გოგლიჩიძე სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში იქნება - ინფორმაციას ამის თაობაზე Geo Team ავრცელებს.

"კაშია და კვარაცხელია გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან, თუმცა მათი არყოფნით შანსს ახალი ფეხბურთელები მიიღებენ. მაგალითად საბა გოგლიჩიძეს, რომელიც სომხეთში ითამაშებს.

მისთვის შანსის მიცემა აქამდეც გვსურდა, თუმცა ბოლო მომენტში ტრავმის გამო გამოგვაკლდა. საბა კარგ ფორმაშია და პროგრესს განიცდის
" - ციტირებს სანიოლის სიტყვებს Geo Team.

შეგახსენებთ, B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელ ორმატჩიან პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები სომხეთს ჯერ 20 მარტს ერევანში, ხოლო 23 მარტს თბილისში დაუპირისპირდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი