ლივერპულის 33 წლის მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა სამომავლო გეგმებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და დაადასტურა, რომ მერსესაიდულ კლუბთან ახალ ხელშეკრულებაზე არანაირი შეთანხმება არ აქვს.
"კონტრაქტთან დაკავშირებით სიახლე არ მაქვს - არ ვიცი მომდევნო სეზონში რა იქნება და თუ ვინმე ამბობს რომ იცის სად ვთამაშობ, უბრალოდ იტყუება", - განაცხადა ვან დაიკმა.
ცნობისთვის, ვან დაიკისა და ლივერპულს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა ამ ზაფხულს ეწურება.