ბრატიონი ხვიჩა კვარაცხელიას ჯერ კიდევ რუბინში თამაშის პერიოდში აქტიურად აკვირდებოდა, თუმცა ქართველის შეძენა კლუბმა ბოლო მომენტში გადაიფირა - ინფორმაციას ამის თაობაზე ბრიტანული გამოცემა Daily Mail ავრცელებს.
როგორც წყარო ირწმუნება, ბრაიტონმა კვარაცხელიას ნაცვლად საბოლოოდ არჩევანი კაორუ მიტომაზე შეაჩერა, რომელიც 2.5 მილიონ ევროდ იაპონიის J ლიგიდან შეიძინა.
დღეს 27 წლის მიტომა კვლავ ბრაიტონის ღირსებას იცავს და მიმდინარე სეზონში პრემიერ ლიგის 28 მატჩში თავის გამოჩენა 7 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით მოახერხა.