1-თვიანი პაუზის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია გუნდს დაუბრუნდა და გუშინ საწვრთნელ პროცესშიც მიიღო მონაწილეობა.
ქართველი ფეხბურთელი ახლა „ნაპოლისთან“ ერთად თურქეთში იმყოფება და ამხანაგური შეხვედრისთვის ემზადება.
კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ „ნაპოლის“ სამედიცინო შტაბის ხელმძღვანელმა, რაფაელე კანოჩიომ Corriere dello Sport-თან ისაუბრა.
„კვარა გუნდში უკვე დაბრუნდა და ის სრული დატვირთვისთვის მზადაა. ზურგის ტკივილმა გადაუარა. ოსიმენიც გამოჯანმრთელდა წელის არეში მიღებული დაზიანებისგან. რაც შეეხება რაჰმანის, მასთან მუშაობას ვაგრძელებთ და სწრაფად ვპროგრესირებთ. ვგეგმავთ, რომ ის 4 იანვარს ინტერთან მატჩისთვის დაბრუნდეს.“- განაცხადა რაფაელე კანოჩიომ.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის შემტევის მონაგარი პარტენოპეის მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.