VIDEO: გურამ თუშიშვილის ვაზარი და ოქრო - ქართველი ავსტრიის გრანპრის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

VIDEO: გურამ თუშიშვილის ვაზარი და ოქრო - ქართველი ავსტრიის გრანპრის ჩემპიონია

VIDEO: გურამ თუშიშვილის ვაზარი და ოქრო - ქართველი ავსტრიის გრანპრის ჩემპიონია
10-03-2025, 19:34
Aa Aa
გაზიარება:

ავსტრიაში მიმდინარე ძიუდოს გრანპრის დასკვნით დღეს მსოფლიო ჩემპიონმა და ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონმა, გურამ თუშიშვილმა (+100) ფინალში თავის პრინციპულ მეტოქეს, ჩეხ ლუკაშ კრპალეკს სძლია და ტურნირზე საქართველოს ნაკრებს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.

ასევე მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ტურნირზე 90 კგ წონით კატეგორიაში ქართული ფინალი უნდა გამართულიყო, მაგარამ მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი ტურნირს ტრავმის გამო ჩაეხსნა და შეჯიბრის გამარჯვებული 21 წლის გიორგი ჯაბნიაშვილი გახდა.

ავსტრიაში დასრულებულ ტურნირზე საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მამაკაცთა შორის პირველ ადგილზე გავიდა.

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი