იტალიელმა ჟურნალისტმა, ნიკოლო სკირამ დაწერა, რომ კატალონიის ბარსელონა ვოიცეხ შესნისთან ხელშეკრულების განახლებას აპირებს.
საგულისხმოა, რომ ბარსელონაში გადასვლამდე შესნის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ უკვე ჰქონდა გამოცხადებული, თუმცა ტერ შტეგენის ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ ბუცებს ხელი კვლავ მოკიდა და ესპანურ გუნდში გადავიდა.
რაც შეეხება მოქმედ ხელშეკრულებას ვოიცეხ შესნისა და ბარსელონას შორის, ის 2025 წლის 30 ივნისამდეა გაფორმებული და როგორც ჩანს, პოლონელი კლუბში უფრო დიდი ხნით დარჩება.