"მე მსუქანს მეძახის, თვითონ კი ნამდვილი ჯუჯაა" - პიმბლეტი თოფურიას აკრიტიკებს » სპორტის ხაზი

"მე მსუქანს მეძახის, თვითონ კი ნამდვილი ჯუჯაა" - პიმბლეტი თოფურიას აკრიტიკებს

"მე მსუქანს მეძახის, თვითონ კი ნამდვილი ჯუჯაა" - პიმბლეტი თოფურიას აკრიტიკებს
დღეს, 11:42
Aa Aa
გაზიარება:

მედიაში ილია თოფურიას და პედი პიმბლეტის დაპირისპირება გრძელდება. ამჯერად ილიამ ბრიტანელ მებრძოლს მსუქანი უწოდა, პიმბლეტმა კი პასუხად თოფურიას ჯუჯა დაუძახა.

მე მსუქანი ვარ? ილია თოფურია თავად ჯუჯაა. ის 165 სანტიმეტრია და წონას მაინც ვერ აფიქსირებდა, რაც სრული უაზრობაა. თოფურია სულელია, არც კი ვიცი წონას რატომ იცვლის.

მისი მისამართით პატივისცემა უფრო მეტი მექნებოდა თუ ქამარს კიდევ რამდენჯერმე დაიცავდა. სინამდვილეში თოფურია გამოწვევებს გაექცა. მან იცოდა, რომ ვოლკანოვსკისთან განმეორებითი შეხვედრა ბევრად რთული იქნებოდა და დივიზიონი დატოვა.

არ ვფიქრობ, რომ ილიას პირდაპირ სატიტული ბრძოლას მისცემენ. ის ამას არ იმსახურებს და ორგანიზაციაც ამ აზრზეა.

- თქვა პიმბლეტმა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი