ქუთაისმა კსუ დაამარცხა და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი გახდა » სპორტის ხაზი

ქუთაისმა კსუ დაამარცხა და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი გახდა

ქუთაისმა კსუ დაამარცხა და დაკარგული ქულებით სუპერლიგის ლიდერი გახდა
დღეს, 01:24
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ქუთაისში გამართული მატჩით დასრულდა სუპერლიგის მე-15 ტური. მოქმედმა ჩემპიონმა “ქუთაისი 2010”-მა დამაჯერებელი სხვაობით – 97:80 (სტატისტიკა) დაამარცხა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის გუნდი. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა ქუთაისელებმა საკუთარი ძალა გამოავლინეს და არცთუ უამბიციო კსუ, რომელიც გასული სეზონის ფინალისტია, უპრობლემოდ დაამარცხეს.

პირველი, მეორე და მესამე პერიოდები მასპინძლებმა დამაჯერებლად მოიგეს და ჯამში 27-ქულიანი ლიდერობა დააგროვეს. ამან ტუღუშის გუნდს მოდუნების საშუალება მისცა და ბოლო მეოთხედში მასპინძლებს თავი აღარ გამოუდიათ. კსუ-მ ისარგებლა და ჩამორჩენა 10 ქულით შეამცირა. ეს იყო და ეს.

ქუთაისელებმა მიმდინარე სუპერლიგაში ყველაზე მეტი გამარჯვება (9) დააგროვეს. მათ ყველაზე ნაკლები *4) მარცხი აქვთ და შესაბამისად, ლიდერები არიან, თუმცა პირველ ადგილზე მხოლოდ იმიტომ არ არიან, რომ ყველა კონკურენტზე (თსუ, მარგვეთი, ივერიონი) ერთით ნაკლები თამაში აქვთ ჩატარებული.

სუპერლიგის მომდევნო – XVI ტური 11, 12 და 13 მარტს გაიმართება.

gbf


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი