პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის ახალწვეულზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვრცლად ისაუბრა.
"კვარა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შემოგვიერთდა, თუმცა, ვისაც მისი თამაში ერთხელ მაინც აქვს ნანახი იცის თუ რა პოტენციალის მქონე ფეხბურთელთან გვაქვს საქმე.
ის არის მოთამაშე, რომელიც გუნდს აძლიერებს, თუმცა გარკვეული დრო მაინც სჭირდება..
ყოველ ჯერზე კიდევ უფრო და უფრო უკეთ გამოიყურება - როცა ასეთი ფეხბურთელები გვყავს, მწვრთნელისთვის ეს უდიდესი პლუსია", - განაცხადა ენრიკემ.